სამბას მოწინავე სკოლები რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციულ კარნავალზე გამოვიდნენ - კონკურსის პირველ ღამეს მოცეკვავეები, მუსიკოსები და კოსტიუმების დიზაინერები ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ. ორგანიზატორების განცხადებით, საზეიმო მსვლელობა, უბრალოდ, შეჯიბრს არ წარმოადგენს. მოცეკვავეების სხვადასხვა სკოლა საკუთარი პერფომანსით ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს უსვამს ხაზს.
ჟიური თითოეულ სკოლას 10 კატეგორიაში შეაფასებს. ქულების რაოდენობა ცეკვის ტექნიკის გარდა, დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებასა და კოსტიუმების სილამაზეზე იქნება დამოკიდებული. მსოფლიოს უდიდესი კარნავალი ოფიციალურად ოთხშაბათს დასრულდება.