logo
ENG



სამგორის რაიონის გამგეობის შენობა აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

14 თებ 202222:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/14/m4vaizpt2oypcq9.png

სამგორის რაიონის გამგეობაში ხმაური იყო, აქციის მონაწილეებს გამგეობის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ე.წ. აფრიკის დასახლების მცხოვრებლები ისანი-სამგორის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მერიისგან მიიღეს გაფრთხილების წერილი, რომლის თანახმადაც მათი სახლების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ისინი შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყო.

11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში გამოავლინეს რამდენიმე შენობა, რომელიც მერიის თქმით, უკანონოდ არის აშენებული და მათ დემონტაჟს განახორციელებდნენ. 

მანამდე 28 იანვარს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ნგრევა დილის 7 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის დანგრეულია 5-ზე მეტი სახლი.


close დახურვა