საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ფორმულას ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია.
უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 4 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის გ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.