ფორმულას მაყურებელს სიურპრიზი ელოდებათ - პირველი ქართული კულინარიული შოუ ბრუნდება. სამზარეულოს ომები ახალ სეზონს იწყებს. კონკურსანტების განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. შესარჩევი კონკურსი თბილისში ჩატარდება.
ფორმულა მონაწილეებს მთელი საქართველოდან ელოდება. მეორე სეზონი მთლიანად ქართულ სამზარეულოს ეძღვნება. კვალიფიციური ჟიური მონაწილეებს სწორედ ეროვნული კერძების მიხედვით შეაფასებს.
შოუს შემქმნელებს ორი მოტივი ამოძრავებდათ - ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, კონკურსანტებისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს და პაექრობა პირველობისთვის გაუმარტივდეთ.