სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან, 25 თებერვლიდან, საბაგიეროები კი 8 მარტიდან გაიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სასტუმროები და საბაგიეროები გაიხსნება ეპიდემიოლოგიური წესებისა და რეკომენდაციების დაცვით.
ასევე, ხვალიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. რესტორნები კი ფუნქციონირებას შიდა სივრცეში განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. ძალაში რჩება კომენდანტის საათი.