logo
ENG



სამივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია - ეზუგბაია

01 აგვ 202011:35
3 წუთის საკითხავი
clock 369
zh1g3si6o4gv5gl.jpeg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის 245 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 

"კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 245 პაციენტი მკურნალობს. 3-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და სამივე არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენს  ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 171 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 947 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.


close დახურვა