რა აშინებს ნებისმიერ რეჟიმს? რა და განათლებული საზოგადოება, განათლებული მოქალაქეები, რომელთაც თავისუფალი აზროვნება, თეთრის და შავის მარტივად გარჩევა შეუძლიათ. როგორ შეიძლება აკონტროლოს რეჟიმმა განათლების პროცესი? მარტივად: სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ხელმძღვანელი პირები პარტიული, სუს-ის ხაზით დანიშნოს, მათ ქვემოთ პედაგოგები და რექტორებიც მორჩილების ნიშნით შეარჩიოს, დააწინაუროს და შემდეგ ისინი გაკვეთილზე თუ ლექციაზე სტუდენტების სწავლის პარალელურად მოსწავლეების, სტუდენტების ზომბირებას შეეცდებიან რომ ფინალში კურსდამთავრებული ისეთ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, რომელსაც თავისუფალი აზროვნება კი არა მხოლოდ კარნახით მოქმედება. განათლება ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მხოლოდ ფურცელზეა, რეალურად კი მათი მთავარი ამოცანა სიბნელეა - ბნელი ადვილი სამართავია.
სამიზნე უნივერსიტეტები - დროება
19 მარ 202320:50
3 წუთის საკითხავი