logo
ENG



სამინისტრო: გეგმიური სამხედრო სწავლების დროს სუ-25 ჩამოვარდა, დაიღუპა პილოტი

02 ივლ 202414:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/7eul8dyyaktl5jp.jpg

თავდაცვის სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ადასტურებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა.

"სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს", - წერია განცხადებაში. 

როგორც სოფელ დისველის მცხოვრები ფორმულას უყვება, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახანძრო და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. 

სოფლის მცხოვრები თვითმხილველებზე დაყრდნობით ფორმულასთან ამბობს, რომ ვერტმფრენი ჰაერში აფეთქდა. 

"ვერტმფრენის ნაწილებია აქეთ-იქით მიმობნეული, თვითონ ვერტმფრენი არ არსებობს", - აღნიშნავს ის. 

 


close დახურვა