logo
ENG



სამმართველოდან გურამ ფალავანდიშვილიც გამოვიდა

16 ივლ 202117:29
3 წუთის საკითხავი
 
სამმართველოდან გურამ ფალავანდიშვილიც გამოვიდა
კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი დიღმის სამმართველოდან გამოვიდა. 5 ივლისის ძალადობრივ მოქმედებებზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს, ამაში კვლავ ჟურნალისტებს ადანაშაულებს და მათ დაკავებას მოითხოვს. 

დღეს, დილით 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. 

განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე მივიდა პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია. 

სამმართველოშია მისული დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

სამმართველო უკვე დატოვეს ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და ზურა მახარაძემ


close დახურვა