მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაკო გომურის საქმე, ლეთოდიანის საქმე ვერ იქნება ამნისტირებული და მსგავსი დასახიჩრება ადამიანების, ვერ იქნება ამნისტირებული. დღეს ამ მძიმე დანაშაულებზე არავინ არ არის პატიმრობაში, არავინ არ არის იდენტიფიცირებული, არავინ არ არის დაჭერილი ამ მძიმე დანაშაულებზე. როდესაც გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური პროკურატურა, ეს ადამიანები იდენტიფიცირდებიან და ვერ გაექცევიან მართლმსაჯულებას. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, რომელზეც შევთანხმდით.
ახლა მიდის საუბარი როგორი ვერსია დარეგისტრირდეს. სხვა ვერსია აქვს ოცნებას, უფრო მეტი მუხლის ჩადება უნდათ, ჩვენ უფრო ნაკლების და უფრო მკაფიო მუხლების. ახლა ვცდილობთ დავაახლოოთ პოზიციები, ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ შევთანხმდეთ და ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს, თუმცა არც ის არ არის კატასტროფა, თუ ორი კანონპროექტი იქნება.
მთელი დისკუსია გადაინაცვლებს საპარლამენტო დისკუსიაში და საზოგადოება ნახავს ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას. ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ შევთანხმდეთ.