logo
ENG



სამნიძე ოცნების გადაწყვეტილებაზე: მათი მიზანია სრული ნიჰილიზმი, დემოკრატიის განადგურება

28 ივლ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 
სამნიძე ოცნების გადაწყვეტილებაზე: მათი მიზანია სრული ნიჰილიზმი, დემოკრატიის განადგურება
ვახო ქარელი/ფორმულა

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ქართული ოცნების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ესაა პარტნიორებზე უარის თქმა და "დემოკრატიის განადგურება". 

"შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს - არაფერმა არ უშველა.

მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს. ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესა მათი მიზანიც - სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!", - წერს სამნიძე. 

 

 


close დახურვა