logo
ENG



სამნიძე ტყის კოდექსზე: ჩანაწერი ხაზს უსვამს რამდენად უსუსურია ხელისუფლება საპატრიარქოსთან

22 მაი 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

კანონპროექტის დამტკიცების მიუხედავად, საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ოპოზიცია ეწინააღმდეგება. 

როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, ტყის კოდექსის მიღება ხელისუფლების უსუსურობას უსვამს ხაზს.

„ის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია პრივილეგილებულია, ეს ახალი არაა. დღეს უკვე ტყის კოდექსით ეს ჩანაწერი ხაზს უსვამს რამდენად უსუსურია ხელისუფლება საპატრიარქოს წინაშე. ამ კანონის განხილვაში, რომ მონაწილეობდა მხოლოდ საპატრიარქო, ესეც ამას მოწმობს. ჩანაწერი დისკრიმინაციულია“, - განაცხადა სამნიძემ.

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა. 

კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ.


close დახურვა