მოძრაობა "შეცვალესა" და მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას მართავენ. ისინი ქვეყანაში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ, რომ აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა და ბიზნესს მუშაობის საშუალება მიეცეს.
აქციის მოონაწილეები აპირებენ, მსვლელობა მოაწყონ პარლამენტიდან ქართული ოცნების მთავარი ოცნების მიმართულებით, ხოლო იქიდან შსს-ში წავიდნენ, სადაც ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმის გამო აქტივისტი ირაკლი ფანგანის დაკავება გააპროტესტონ.
22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა მარტამდე არ იგეგმება. გარდა ამისა, ამ დრომდე არ გახსნილა მოლები და ბაზრობები. მთავრობის გეგმის მიხედვით, ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, მოლების გახსნა კი - 1-ლი თებერვლიდან.
სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.
ცნობისთვის, დღეს, 24 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრი ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჩავლეიშვილს ნაგავი ბათუმში "ალტერნატივის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში დააყარეს. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა.