სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის 5-სართულიანი კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.