ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, სამშაბათიდან ხარკივში მეტრო მუშაობას განაახლებს.
ომის დაწყების შემდეგ ხარკივის მეტროს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებდნენ.
ტერეხოვის თქმით, 24 მაისიდან მეტროს ყველა ხაზი იმუშავებს დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე.
"საჭიროების შემთხვევაში, ხალხს შეუძლია, მეტრო გამოიყენოს როგორც თავშესაფარი, განსაკუთრებით მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელები"- თქვა ტერეხოვმა და აღნიშნა, რომ მეტროში მყოფი მოქალაქეები საერთო საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.