logo
ENG



სამხარაძე: თუ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენგან იქნება კრიტიკა

20 მაი 202212:56
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვიოლა ფონ კრამონის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ კრამონი არ გააკეთებს "მიკერძოებულ განცხადებებს", მაშინ არც მათი მხრიდან იქნება კრიტიკა.

"თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, მაშინ არც ჩვენი მხრიდან არ იქნება ამ განცხადების კრიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დასაჯოს კრიმინალი იმიტომ კი არა, რომ კრიმინალი არაა, არ დასაჯოს იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკოსი, ეს ჩემთვის არ არის ევროპული ფასეულობები და ღირებულებები"- ამბობს სამხარაძე.

ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი "კრიმინალების მფარველობაში" დაადანაშაულა. დღეს კრამონი კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა: "ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა".


close დახურვა