logo
ENG



სამხარაძე აშშ-ში ვიზიტისას: განცხადებებით რუსეთის შეჩერება შეუძლებელია, ვმუშაობთ სანქციებზე

11 დეკ 202117:07
3 წუთის საკითხავი
 
სამხარაძე აშშ-ში ვიზიტისას: განცხადებებით რუსეთის შეჩერება შეუძლებელია, ვმუშაობთ სანქციებზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის სანქციების პაკეტზე მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის კონგრესის წევრებთან შეხვედრისას კავკასიის რეგიონში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და მის შესაკავებლად საქართველოს თავდაცვითი ძალების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„რუსეთის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა როგორც სანქციების პაკეტზე ასევე ერთობლივ პასუხზე ნატოს მხრიდან რუსეთის ამ აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაც, რაზეც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა დასავლელ პარტნიორებთან უკრაინის დელეგაციასთან ერთად ისაუბრეს. 

შეხვედრებს ესწრებოდა დავით ბაქრაძეც - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში. მისი თქმით, ამერიკა სწორად აღიქვამს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს.

„შეხვედრებისას საქართველოს დელეგაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ ახლა ნამდვილად არის მოქმედების დრო ამ შეხვედრების დროს გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აღიქვამს რეგიონში არსებულ ვითარებას, იმ საფრთხეებს რომლებიც გარედან მომდინარეობს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


close დახურვა