logo
ENG



სამხედრო ოპერაცია იდლიბში - დაღუპულია 35-მდე სამხედრო

03 თებ 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთი სირიაში, იდლიბის პროვინციაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.

ავიაიერიში 46 სამიზნეზე მიიტანეს. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, იერიშებს სავარაუდოდ ბაშარ ასადის არმიის 35-მდე სამხედრო ემსხვერპლა. ავიაიერიში საპასუხო დარტყმა გახდა სირიის არმიის მიერ განხორციელებულ იმ ოპერაციაზე, რომლის შედეგადაც 4 თურქი სამხედრო დაიღუპა.

მომხდარზე საუბრისას თურქეთის პირველმა პირმა რუსეთს მოუწოდა არ სცადოს ოპერაციის შეჩერება, რომლის სამიზნეც სირიის რეჟიმის პოზიციებია

 

 


close დახურვა