logo
ENG



სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50%-ს დაუფინანსებენ

06 აგვ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 
y4wdgijnqrxiuwd.jpg

თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას მიიღებენ.

"განათლება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50-პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა