დემოკრატი კანდიდატები შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერიზში ქვეყნის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ლიდერობს. ჯო ბაიდენმა ხმების 48 პროცენტზე მეტი დააგროვა. გამარჯვება კონკურენტებმა მას უკვე მიულოცეს. მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების თითქმის 20 პროცენტით ბერნი სანდერსია, მესამეზე კი მილიარდერი ტომ სტეიერი.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტეიერმა განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლას ეთიშება. დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ივლისში, პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გახდება ცნობილი.