სამხრეთ კორეის ხელისუფლება ვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე საუბრობს. შეზღუდვების შემსუბუქებიდან რამდენიმე დღეში ქვეყანაში ახალი კლასტერი გამოვლინდა, რის გამოც სეულში ყველა ბარი და ღამის კლუბი დახურეს.
ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კოვიდ-19-ის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირების ახალ ტალღას 29 წლის მამაკაცს უკავშირებენ, რომელიც სეულის პოპულარულ გასართობ უბანში იმყოფებოდა.
3 აპრილის შემდეგ დღეს პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის ქალაქ უხანშიც, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა.