სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, კვირის დასაწყისიდან, უკრაინის სამხრეთ ნაწილში 179 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.
"კვირის დასაწყისიდან, ჩვენმა ნაწილებმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 179 დასახლების გათავისუფლება მოახერხეს, 4 500 კილომეტრზე მეტი ტერიტორიის", - თქვა სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ.
სარდლობა იტყობინება, რომ გათავისუფლებულ დასახლებებში, მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები განაღმვით ოპერაციებს ატარებენ.
"მტერი არ წყვეტს უკრაინული შენაერთების დაბომბვას და საჰაერო დაზვერვას ახორციელებს. ის [რუსეთი] ასევე აგრძელებს დარტყმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და რეგიონების ტერიტორიებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
12 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ხერსონის რეგიონში უკვე 60-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.