logo
ENG



სამხრეთის სარდლობა: მტერი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის ახალ ტაქტიკას ეძებს

19 მარ 202312:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/5z11ponrn9z1j1h.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, მტერი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის ახალ ტაქტიკას ეძებს.

"რუსების აქტივობა, შეიძლება მიუთითებდეს უკრაინის წინააღმდეგ მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმის საფრთხეზე. ახლა მტერი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის ახალ ტაქტიკას ეძებს, რადგან მასიურ დარტყმებს მათთვის სასურველი შედეგი არ ჰქონია", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

17-18 მარტს ღამით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დიდ ქალაქებში ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. მტრის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც კიევისკენ მიემართებოდნენ, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. თუმცა, ორი დრონი ნოვომოსკოვსკში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეჯახა.

უკრაინის ცნობით, რუსეთმა ბოლო მასიური დარტყმა 9 მარტს განახორციელა, როდესაც მტერმა უკრაინას 81 რაკეტა ესროლა, მათგან 20 საზღვაო კალიბრის ტიპის რაკეტა იყო.


close დახურვა