logo
ENG



სანქტ-პეტერბურგში დრონებთან საბრძოლველად პოლიციის სპეციალური დანაყოფი გამოჩნდა

12 მაი 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/12/aefofnswu2ln8ex.png
Getty Images

სანქტ-პეტერბურგში დრონებთან საბრძოლველად პოლიციის სპეციალური დანაყოფი გამოჩნდა. ეს დანაყოფი პასუხისმგებელია ცის უსაფრთხოებაზე მასობრივი ღონისძიებების დროს.

"თანამშრომლები ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს. ეს არის მობილური პატრული, რომელთა ამოცანაა დრონების ოპერატორების დაკავება. ეს არის მსროლელთა ჯგუფები, რომლებიც შეიარაღებულნი არიან სნაიპერული შაშხანებითა და კარაბინებით. ეს არის სპეციალური ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც იყენებენ დრონების ჩახშობისა და განეიტრალების ტექნიკურ საშუალებებს. პოლიციის ამ დანაყოფის შემადგენლობაში შედიან ის პირები, რომლებიც სამსახურებრივი მივლინებებით იმყოფებოდნენ ახალ ტერიტორიებზე." - ციტირებს RBC შსს-ს წარმომადგენელს.

სნაიპერები ანტიდრონების ელექტრომაგნიტური იარაღით პირველად გამოჩნდნენ 9 მაისს, გამარჯვების დღის აღლუმის დროს, ისინი იცავდნენ საჰაერო სივრცეს შენობების სახურავებიდან.

ურალში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულმა მთავარმა დირექტორატმა გამოაცხადა, რომ შექმნიდა სპეციალურ განყოფილებებს დიდ ქალაქებში, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ დრონების ფრენებს იმ ადგილებში, სადაც ისინი აკრძალულია.

* * *

დრონების კონტროლი კიევზე 3 მაისს მომხარი თავდასხმის შემდეგ დაიწყო. კრემლი აცხადებდა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

ამის შემდეგ, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მოსკოვში დრონების გაშვება აკრძალა.


close დახურვა