logo
ENG



მოსკოვის მერმა ქალაქში დრონების გაშვება აკრძალა

03 მაი 202316:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/8q11a5u15zy0dat.png
© РИА Новости / Максим Блинов
დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ მოსკოვში დრონების გაშვება აიკრძალა.
 
"ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში დრონების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით."- წერს სობიანინი.
 
 
სობიანინმა აღნიშნა, რომ ამ ზომების მიზანი იქნება დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც შესაძლოა გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა. მისი თქმით, დრონების უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
 
* * *
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.
 
რუსეთის სახელმწიფო უწყებების ცნობით, კრემლი აცხადებს, რომ მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".
 
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი "თავდასხმის დროს" კრემლში არ იმყოფებოდა.
 
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

close დახურვა