logo
ENG



სანქციები - ვაშინგტონის ვერდიქტი - დროება

18 ივნ 202320:47
3 წუთის საკითხავი
 

მალე თბილისს შეერთებული შტატებიდან მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვევა. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებელი ხვრელების ამოქოლვა ამერიკელი მაღალჩინოსნების მთავარი ამოცანაა. წამოსვლამდე, პრობლემური ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. ვაშინგტონში ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ თბილისის დახმარებით, მოსკოვის მიერ სანქციების გვერდის ავლა დადასტურდება, დასავლური სანქციების პირისპირ, შესაძლოა თავად საქართველო აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ეს არავის სურს. საქართველოს პარტნიორებს აშფოთებთ, რომ თბილისი შეიძლება წავიდეს მიმართულებით, რომელიც მას ბელარუსის გზაზე დააყენებს და რუსეთის წინაშე მარტო დატოვებს. რა პროცესი მიმდინარეობს, სანქციების აღსრულების კონტექსტში ვაშინგტონსა და თბილისს შორის, როგორ აფასებენ ამ პროცესებს ანალიტიკოსები და რა საფრთხეებს ხედავენ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები - "ამერიკის ხმის" რეპორტაჟი სპეციალურად დროებისთვის ვაშინგტონიდან.


close დახურვა