logo
ENG



სანქციების მოლოდინში - შაბათის ფორმულა

20 აპრ 202420:33
3 წუთის საკითხავი
 

იმ დროს როდესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სიტყვის გამტეხმა რუსული თამაშის გამო დიდი ვნებათაღელვაა, ოლიგარქის 83 ყმამ - რუსული კანონის პარალელურად ივანიშვილისთვის სხვა კანონი დაჩქარებული წესით მიიღო. საგადასახადო კოდექსის ახალი რეგულაციებით - საქართველო შავი ფულის გამათეთრებელი ქვეყანა ხდება. კანონის მიხედვით ობშორულ ზონებში რეგისტრირებული მილიარდები - ნებისმიერს შეუძლია საქართველოში შემოიტანოს, ისე რომ 2030 წლამდე არ დაიბეგრება და ბიუჯეტს არცერთ თეთრს გადაუხდის. კანონი ბიძინა ივანიშვილის ობშორებში გადამალულ დიდძალ ქონებას მოარგეს. ამ ახალი რეგულაციის შემდეგ ოლიგარქს საკუთრებად ქცეულ სახელმწიფოში, საკუთარი მილიარდები დაცული ექნება. ფაქტია, რომ საგადასახადო კანონში შეტანილი ცვლილებით - ოლიგარქი თავს იზღვევს აშკარა სანქციებისგან, რომელიც მას და მის პირად გარემოცვას ელოდება.


close დახურვა