კიევი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ოფიციალურად ითხოვს. სია გამოქვეყნებულია უკრაინის სამთავრობო პორტალზე. საქართველოს არაფორმალური მმართველის გარდა, ნუსხაშია მის გარშემო შემოკრებილი ფინანსური საყრდენი პირები. ბიძინა ივანიშვილი, მისი ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, იმედის მმართველი ირაკლი რუხაძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ბიზნესმენები - ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კაპანაძე, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი.