logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის ბიუჯეტი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმების ხარჯზე გაიზარდა

23 თებ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

 

ერთდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, სოფელ კირბალში გატაცებული მოზარდი თვისუფალია - 17 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო ძალებმა საღამოს საათებში სოფლის განაპირას მაშინ  დააკავეს, როცა ის შეშას თანასოფლელებთან ერთად აგროვებდა. საოკუოპაციო ძალებმა, გატაცებულის ასაკი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსების შემდეგ გაიგეს. მარიონეტულმა რეჟმმა გათავისუფლების სანაცვლოდ, არაფერი მოითხოვა.

კირბალის შესასვლელთან დილიდან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები. მათ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს სოფელში შესვლისა და ადგილობრივებთან საუბრის საშუალება არ მისცეს.

ტერიტორიაზე არ შეუშვეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებიც. დავით ქაცარავას განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს, რომ საოკუპაციო ზოლს გასწვრივ არსებული მძიმე ვითარება გასაჯაროვდეს.

სახელმწიფო უწყებების შეზღუდვების მიუხედავად, ადგილობრივები ფორმულასთან იმ საფრთხეებსა და პრობლემებზე, ღიად საუბრობენ რაც მათ აწუხებთ. კირბალის მკვიდრთა ინფორმაციით, ხშირად ისმის სროლის ხმები, ვერ გადაადგილდებიან სოფლის ეკლესიის და სასაფლაოს მიმართულებით, ასევე ბოლო პერიოდია შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა, სოფელს წყალი გადაუკეტა.

FACTCHEKER-ის ინფორმაციით, საქართველოში საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 500 კმ-ზე მეტია, მათ შორის, ხელოვნური ბარიერები 100 კმ-ს აღემატება.

2009 წლიდან,  ე.წ. საზღვრის დარღვევის გადახდილი ჯარიმების ხარჯზე საოკუპაციო რეჟიმის ბიუჯეტი დაახლოებით  292 039 ლარით გაიზარდა.

 


close დახურვა