საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაცია ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ ოჯახს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მიაწოდა.
ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს - მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან.