logo
ENG



საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი სხდომები პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

11 ნოე 202015:18
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/11/j89pm1h8rlh7ywa.jpg

მთაწმინდის, გლდანის, სამგორის, ვაკისა და ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კომისიებში დღეს შემაჯამებელი სხდომები იმართება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „ამომრჩეველთა ხმების გაყალბება გრძელდება“.  

ცოტა ხნის წინ სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. გაზდელიანი კომისიის შენობის კედელზე სტიკერებს აკრავდა, რის გამოც პოლიციამ გააფრთხილა, შემდეგ კი დააკავა.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. საპარლამენტო მანდატებზე პარტიებმა უარი ოფიციალურად განაცხადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


close დახურვა