logo
ENG



საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის

20 მარ 202019:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის. ამის შესახებ განცხადება სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

„მთელი დღე ვიმსჯელეთ. მეც და საპატრიარქოსაც, რომელიც იგივე აზრზეა მიგვაჩნია, ეჭვის შეტანა, რომ ზიარების დროს კოვზით ინფექციის გადატანა მოხდება ყოვლად გამორიცხულია. შესაბამისად არავითარი ცვლილება არ იქნება. 

ცვლილება იქნება ის, რომ ყველა ტაძართან მოხერხდეს მსახურების გახმოვანება იმისათვის, რომ ტაძარში არ იყოს სიმჭიდროვე. მინდა ყველას მოვუწოდო არ გადასდოთ და არ გადაგედებათ. ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ერთადერთი რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არსებობს, ეს არის ის, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიურ კავშირში ღმერთთან. 

იმ საკითხში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს - ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არაა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული შეუფერხებლად ჩატარდება. იქნება გახმოვანება,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სინოდის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლი იყო.

შეგახსენებთ ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და გაწერილია ბინაზე.

ამ მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1925 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.


close დახურვა