![x37im0a8nxbqegh.jpg](/uploads_script3/news/x37im0a8nxbqegh.jpg)
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზიარების წესს ნაწილობრივ ცვლის.
როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, ე.წ. სიტკბოების (ზიარების შემდგომი სასმელის) მიღება შესაძლებელი იქნება როგორც ერთჯერადი, ისე მორწმუნის პირადი ჭიქით.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეკლესიებში ჩატარდება დეზინფექციაც. საპატრიარქო მოუწოდებს მლოცველებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოსალოცად წასვლისგან.