logo
ENG



საპატრიარქო სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

25 მარ 202018:35
3 წუთის საკითხავი
 
awps83o2delgosj.jpg

 

საპატრიარქო ერთ-ერთი სასულიერო პირის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორმულას“ განუცხადა.

საუბარია თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, რუსთავის ეპარქიაში ვირუსი ერთ-ერთ მღვდელს დაუდასტურდა.

„არ გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. ზოგადად, ხშირად ტყუილს ხმარობს ხოლმე ეს რესპოდენტი“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 


close დახურვა