logo
ENG



საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის კონტაქტების დადგენა კასპში მიმდინარეობს

14 აპრ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 
aj6k29ay1qtoosc.png

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა კასპში ცხოვრობს.

სოფელ ხოვლეში მისი კონტაქტების დადგენა უკვე მიმდინარეობს. რაიონის გუბერნატორის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც დაცვის სამსახურში აცხადებენ, პირს შეხება არ ჰქონია საპატრიარქოს შიგნით არავისთან, ის არის, სამთავრობო დაცვის თანამშრომელი, ევალება  განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა და აქედან გამომდინარე, იცავდა საპატრიარქოს შენობის გარე პერიმეტრს.

 


close დახურვა