logo
ENG



საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

28 აპრ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.

ინფორმაცია „ფორმულას“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით არის დაკავებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).


close დახურვა