7 თვეში დახარჯული სამი მილიონ 200 ათასი ლარი, მივლინებებში, ხელფასებში და პრემია დანამატებში - საპენსიო ფონდის თანამშრომლებისთვის. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საპენსიო ფონდის თანამშრომლებისთვის გადახდილი ფული, წლის ბოლოს ჯამში 5 მილიონს გადააჭარბებს. ჩვენ დავინტერესდით - ვინ და რა საჭიროებისთვის იღებს - სოლიდურ თანხებს, რიგითი მოქალაქეების პენსიის იძულებითი დანაზოგიდან. რა დამსახურებისთვის მიიღეს, პრემია დანამატებში სოლიდური თანხა, ფონდის თანამშრომლებმა- ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ქართული ოცნების მინისტრებითაა დაკომპლექტებული და თანხის განკარგვაც, მათი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. ამიტომ ოპოზიციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს ფონდში იძულებით ახდევინებენ, სწორედ ოლიგარქთან დაახლოებული კერძო ბანკების ანგარიშებზე ირიცხება.
საპენსიო ფონდის თანამშრომლებზე 7 თვეში 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა - შაბათის ფორმულა
21 ოქტ 202320:41
3 წუთის საკითხავი