აქციის დაკავებულ მონაწილეებს საპყრობილეში მტრულ გარემოს უქმნიან და ავიწროებენ. რეპრესიების შედეგად დაპატიმრებულების ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის ციხეში ისეთ საკანში შეასახლეს, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან და აშიმშილებენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა ზეწოლის გამო თვითდაზიანებაც სცადა. საზოგადოების მოწოდების შემდეგ ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა.