logo
ENG



სარდლობა: უკრაინულმა ძალებმა სამხრეთით მტრის წინააღმდეგ 170 საცეცხლე მისია შეასრულეს

05 ნოე 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/tte9c4nknq6cdb0.jpg

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა სამხრეთით მტრის წინააღმდეგ 170 საცეცხლე მისია შეასრულეს, გაანადგურეს მტრის ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა.

"მტერი ცდილობს თვალყური ადევნოს ჩვენი ქვედანაყოფების შემადგენლობას, საჰაერო დაზვერვის მდგომარეობასა და მოძრაობას, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით," - განაცხადა უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ.

ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მტერმა არაერთხელ შეუტია უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს თვითმფრინავებითა და Ka-52 ვერტმფრენით.

ბერისლავისა და ხერსონის რეგიონებში მოწინააღმდეგე არმიის 32 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს 4 საზენიტო და საარტილერიო დანადგარი, 3 ტანკი, 3 მანქანა და 3 საბრძოლო საცავი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 75 440 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა