სართიჭალაში ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
მოტოციკლზე მსხდომი ორი პირი გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.