logo
ENG



სარფის გამშვებ პუნქტზე მგზავრების შემოწმება არ ხორციელდება - ლელო

27 თებ 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

სარფის გამშვებ პუნქტზე მგზავრების შემოწმება არ ხორციელდება, - ამის შესახებ "ფორმულას" "ლელოს საქართველოსთვის" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განუცხადა.

კუპრაძის თქმით, მან გადამოწმების მიზნით სარფის გამშვები პუნქტი გადაკვეთა, რამდენიმე საათში კი ისევ უკან დაბრუნდა.

მისივე ინფორმაციით, არც მისი და არც სხვა მგზავრების შემოწმება გამშვებ პუნქტზე არ მომხდარა.

"ლელოს" წევრს გადამოწმების სურვილი, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ტემპერატურის მქონე ირანის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.   

„მოვისმინეთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სარფის საბაჟოზე ინტენსიურად ხორციელდება ვიზიტორთა შემოწმება. პირადად გვინდოდა შემოწმება. გადავედით თურქეთის ტერიტორიაზე და რამდენიმე საათში დავბრუნდით უკან. შემოსვლის დროს არანაირი შემოწმება არ მომხდარა. გამშვები პუნქტი სრულად თავისუფალია. 15-20 წუთის განმავლობაში ჩვენს გარდა დაახლოებით 100-მდე პირმა გადმოკვეთა. ისინი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ადგილზე არ დგანან არც მედიკოსები“, - განაცხადა კუპრაძემ


close დახურვა