logo
ENG



სარჯველაძე: თუ განაპირა მხარეს ადამიანი გადარჩა, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო

14 აგვ 202317:46
3 წუთის საკითხავი
 
სარჯველაძე: თუ განაპირა მხარეს ადამიანი გადარჩა, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შოვში სტიქიის შედეგად გადარჩენილებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი "აბსოლუტურად მართებულია".

"რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს" -  თქვა სარჯველაძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".


close დახურვა