logo
ENG



სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა

20 მარ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები მოეწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

როგორც ჩიქოვანმა განმარტა, ეს ხელისუფლებას პროცესის უკეთესად  მართვის საშუალებას მისცემს. 

"ამ რეალობიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში, ლარსთან, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს, მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ვითარება", - აღნიშნა ჩიქოვანმა. 

მან აგრეთვე კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობა მხოლოდ 2 პაციენტთან ფიქსირდება. 

"43 დადასტურებული შემთხვევა გგვაქვს. 1 ერთი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ადამიანი იმყოფება საყურადღებო მდგომაროებაში, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან და ასევე ქრონიკული დაავადებებიდან. დანარენ შემთხვევებში გვაქვს სტაბილური ვითარება და ექიმები შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 


close დახურვა