logo
ENG



სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობის ნებართვა გასცა

29 აპრ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 
f9aawyib9ydzr3p.jpg

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება - მოსამართლემ "ანას ბაღთან" მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს ააშენოს კორპუსი.

„ანას ბაღის“ დამცველი აქტივისტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას. „ანას ბაღის" დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის.

ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში. ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა