logo
ENG



სასამართლომ გამოცდების ცენტრს ადვენტისტი აბიტურიენტებისთვის გამოცდის გადატანა დაავალა

17 ივლ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 
wgi52nit0hd4ec5.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო ინგლისური ენის გამოცდებში შაბათ დღეს (18 ივლისი) მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, გამოცდა 17 ან 19 ივლისს გადაუტანოს. აღნიშნულზე განცხადებას „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

TDI სწორედ იმ აბიტურიენტების უფლებებს იცავს, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს და NAEC-ს უჩივლეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინება უკვე ოფიციალურად ჩაბარდათ.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს ​„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს დღეს ჩაეტარებინა ინგლისური ენის გამოცდა.

აბიტურიენტებმა 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს. რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს.


close დახურვა