logo
ENG



სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა 2000 ლარით დააჯარიმა

02 ივნ 202320:03
3 წუთის საკითხავი
 

მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

1-ელ ივნისს პარლამენტთან მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლის დროს დააკავეს.

ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გრიგორიადისი კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.


close დახურვა