logo
ENG



სასამართლოს ეზოდან გაქცეული პატიმრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

15 ივლ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლო ეზოდან გაქცეული პატიმრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას გულისხმობს.

ცნობისთვის, 19 წლის პატიმარი პოლიციელებს თბილისის საქალაქოს სასამართლოს ეზოდან გაექცათ. „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფრომაციით, შემთხვევა 10 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ზაალ ძაგანაშვილი სამმართალდამცველებმა გასულ კვირას ავჭალაში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოში აღმკვეთის განჩინებას ელოდნენ,როდესაც „ფორმულას“ ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და პატიმარი მაქნანაში მარტო დატოვა. მან გაქცევა შეძლო და დღემდე ძებნაშია.

მომხდარს ზაალ ძაგანაშვილის ოჯახის წევრები ადასტურებენ. ისინი კამერების წინ საუბარს ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭის ძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ. 

 


close დახურვა