თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ საქმეს მოსამართლე არევაძე ჩამოაშორეს, რის გამოც, საქმის ხელახალი არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე წარმოთქვამს.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, მათ წინა სასამართლო სხდომის შემდეგ დოკუმენტები მოიპოვეს და დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე აუცილებლად იშუამდგომლებს. ამ საქმეზე ნიკა გვარამიას „რუსთავი2"-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.