logo
ENG



სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავეს

03 მაი 202117:16
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავეს. 

როგორც ახალაგზრდა კაცმა თქვა, მას ბაბუის სასაფლაოზე შესვლა სურდა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

მოქალაქემ ეს გააპროტესტა. ის პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ მიეცათ შესვლის უფლება და გამოეწერათ მისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა. 

ინციდენტს მისი დაკავება მოჰყვა. 

სამართალდამცველების თქმით, მოქალაქე არ დაემორჩლა მათ კანონიერ მოთხოვნას, დაეტოვებინა სასაფლაოს ტერიტორია. 

სასაფლაოზე შესვლის მცდელობის გამო კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს და დააჯარიმეს. 

მთავრობის დადგენილებით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვის დამრღვევი 2 000 ლარით ჯარიმდება. 

რაც შეეხება პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და ჯარიმებს - 29 აპრილს კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.

ცვლილებებით მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები. 


close დახურვა