logo
ENG



სასტიკი ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ოპერატორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

13 ივლ 202116:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ნანუკა ჟორჟოლიანი

სასტიკი ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ოპერატორი საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. 

ის სახლიდან 15:00 საათზე გამოასვენეს. 

საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ოპერატორები, ჟურნალისტები, მოქალაქეები, აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დახვდნენ და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. 

ხელისუფლებიდან დაკრძალვაზე არავინ მისულა. 

ლექსო ლაშქარავას პრორუსულმა, ძალადობრივმა ბრბომ, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე სასტიკად 5 ივლისს სცემა. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 

11 ივლისს, გამთენიისას ის დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა